სოფელი – წითელი სახურავებით

Standard
19427863_1612971902068961_1484815847_n

სოფელი – ერგნეთი

თბილისიდან – ახალგორამდე მანძილი, 40 კილომეტრია. ხმაურიანი ქალაქიდან გადიხარ და გზა თითქოს უფრო და უფრო მშვიდდება. ხმაურს სიმშვიდე და დაძაბულობა ანაცვლებს. მანქანით ჯერ წეროვანში შევიარეთ, მერე ხურვალეთში, გორში, ტყვიავში და ბოლოს ერგნეთამდეც მივაღწიეთ. 9 წლის შემდეგ ერგნეთში არაფერი შეცვლილა. სოფელი ცარიელია. სახლები – დამწვარი. საგუშაგო კი – ისევ ცხოვრებისეული მოვლენაა.

ერგნეთში ჩასვლისთანავე მაცხოვრებლებთან ლაპარაკს და მათგან ინტერვიუს აღებას ცდილობ, თუმცა ამაოდ. ნაწილი უარს გეუბნება, ნაწილს ამ თემაზე საუბარი აღარ უნდა და  ამბობს – ‘’რა აზრი აქვს, მაინც არაფერი გვიშველის. ასე დადიან ჩვენთან ყოველ წელს, მაგრამ იცვლება რამე? არც არაფერი. მაგრამ წელს პირველები ხართ. თქვენამდე წელს არავინ ჩამოსულა.’’

რამდენიმე წუთში სკოლიდან მომავალ დიტოს ვხვდებით. მას 2008 წლის ომის პერიოდიდან – წითელი ტყვიები კარგად ახსოვს. გვიყვება, რომ ომის დროს ის სოფლიდან წაიყვანეს, თუმცა კარგად იცის ის მდგომარეობა, რაც ომის დროს ხდებოდა. მერე სახლებისკენ მიგვანიშნებს და გვეუბნება, რომ ერგნეთში ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს. ყველა სახლს წითელი სახურავი აქვს და ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს სახლები დამწვარი იყო და მერე მთავრობამ ყველა ერთად შეაკეთა.

19427706_1612973965402088_322293472_n

დიტო დოიჯაშვილი

 

 

‘’არიან ადამიანები, რომლებიც ომის დროს სარდაფში ცხოვრობდნენ და ეს მათთვის რთული იყო’’– ამბობს დიტო.

 

 

 

საგუშაგოდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე, ერგნეთ – მამისაანთუბნის საჯარო სკოლაა. ის აგვისტოს ომის დროს არ დანგრეულა, თუმცა გაიძარცვა. ომის შემდეგ, სკოლამ ფუნქციონირება 1 წლის შემდეგ გააგრძელა. ახლა სკოლაში 170 – მდე ბავშვი სწავლობს. სკოლაში რამდენიმე საკლასო ოთახია.

19415642_1612976528735165_501385288_n

ერგნეთ – მამისაანთუბნის საჯარო სკოლა

სკოლის კარი ღია დაგვხვდა. სკოლაში შესვლა მარტივად მოვახერხეთ. 3 -ის 15 წუთი იყო და დაბალი კლასების მოსწავლეები წასულები დაგვხვდნენ. სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთ კლასში მიმდინარეობდა. კლასში სულ – 6 მოსწავლე იყო. სკოლის მასწავლებლებმა და დირექტორმა ჩვენთან საუბარზე უარი გვითხრეს. ბავშვების ჩაწერაზე კი – მხოლოდ შენობის გარეთ დაგვთანხმდნენ. სკოლის შენობა მალე  დავტოვეთ და მათ  – სკოლის შესასვლელი მაშინვე  ჩაკეტეს.

19244330_1612610605438424_944074927_n

ანი – სკოლის მოსწავლე

ანი ომის პერიოდში პატარა იყო, თუმცა რაღაც ფრაგმენტები მაინც ახსოვს.მან სოფელი 6 აგვისტოს დატოვა. 5 აგვისტოს ღამის გახსენება არ უნდა. სოფელში დაბრუნებულს საგუშაგოს ყოველ დღე დანახვა ძალიან უჭირდა, თუმცა ახლა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამბობს, რომ შეეჩვია და ის ცხოვრებისეულ მოვლენად იქცა.

‘’რთულია ფსიქოლოგიურად გადახარშო ის მოვლენები, რაც 2008 წელს მოხდა. თუმცა ჩვენ მაინც ისევ ისე შემართებით ვართ და ვეცდებით უფრო მეტი გავაკეთოთ და ამ მოვლენებს არ შევუშინდეთ.’’ – ამბობს ანი.

19264987_1612973908735427_451130768_n

ლელა მეზრიშვილი – სკოლის მოსწავლე

ლელა ჩუმად და მოწყენილი დგას. მის მეგობრებს უსმენს და ამბობს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი მას არ სურს. ჩაწერაზე უარს გვეუბნება, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ დუმილს არღვევს:  ’იცით, აქაურობა იმას არ გავდა, რაც ომამდე იყო. სახლები დამწვარი და დანგრეული იყო. ყველა ტიროდა. ყველგან ტყვიების ხმა ისმოდა. ტანკები დადიოდნენ, მაგრამ ახლა იცით რა ხდება? სიტუაციას კი შევეგუეთ, მაგრამ სროლის ხმა მაინც ყოველ დღე გვესმის’’.

19433678_1612982068734611_2066499841_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერგნეთში მაღაზიას ვერსად შეხვდებით.  მაცხოვრებლები პროდუქტის საყიდლად გორში დადიან. ტრანსპორტი – სამარშუტო ტაქსია. მგზავრობის ფასი კი  – ერთი ლარი და 50 თეთრია.

‘’ტრანსპორტს ველოდები. გორში პროდუქტის საყიდლად უნდა წავიდე. რა ვქნა ცოტა პროდუქტი უნდა მოვიმარაგო, თორე სახლში მხოლოდ კარტოფილი მაქვს დარჩენილი’’– ამბობს ერგნეთის მკვიდრი, სოფო დოიჯაშვილი.

ვიდეო-საზღვარი

19415638_1612613668771451_800050377_n

ერგნეთში ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავს. ყველას წითელი სახურავი აქვს. სახლები ნახევრად შეკეთებულია. ნაწილს ორი ოთახი აქვს გაკეთებული, ნაწილს კი – სამი. დანარჩენ ოთახებს ომის კვალი ისევ ეტყობა. ოთახების კედლებზე დამწვრისგან შავი ლაქები ისევ შერჩენილია.

მაია წერეთელი ერგნეთში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ომის დროს ერგნეთი მეზობელთან ერთად დატოვა და სოფელში დაბრუნება, სექტემბერში შეძლო.  მისი სახლი მთლიანად დამწვარი იყო.

‘’ომამდე ბევრი ბავშვი იყო. ადრე ხალისი იყო, ახლა კი – ყველაფერი ჩამკვდარია. მოწყენილობაა და გულგატეხილები ვართ. ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვეძებ, რომელიც ომამდე მქონდა. მავიწყდება, რომ ის აღარ მაქვს.’’ – ამბობს, ერგნეთის მკვიდრი, მაია წერეთელი.

19415768_1612994955399989_1318649490_n

ერგნეთი იმ დღესვე დავტოვეთ.  დაძაბულობა და სიმშვიდე – ხმაურიანმა ქალაქმა შეცვალა. თბილისში საღამოს 8 საათია და ქალაქი მანქანებითაა სავსე. 40 კილომეტრის დაშორებით  კი –  ალბათ, სიჩუმეა. მაიამ გვითხრა, რომ ერგნეთში საღამოს ისეთი შეგრძნებაა, რომ იქ არავინ ცხოვრობს. საერთოდ არავინ. ვიდეო

 

 

19415715_1612613755438109_1836476021_n

19244010_1612610692105082_1958595987_n

19251321_1613018385397646_808081921_n (1)IMG_2759.JPG

 

19427401_1612973978735420_1092322090_n

19427618_1612974098735408_1277822063_n

19264987_1613018155397669_1008154127_n

19244127_1612974048735413_1400755212_n19478272_1613019908730827_2143631813_n

19415978_1613019898730828_292967152_n

19427432_1613017875397697_1572771947_n

19427596_1613018218730996_1028760123_n

19427689_1613009888731829_1072577661_n19427743_1613018022064349_1812888062_n19477920_1613018195397665_1293499214_n19441472_1613018235397661_626327912_n19441153_1613019905397494_168027578_n

19441258_1613009912065160_534186038_n19433725_1613017898731028_1562164787_n19433742_1613019918730826_1516848355_n19433500_1612974005402084_830642479_n

 

 

‘’ქალი, მწვანე ხალათში და სამედიცინო აღჭურვილობით ხელში’’

Standard

ავტორი: ნატა ხინთიბიძე

მანქანა დაძვრისთანავე სწრაფად მიდის. მისი სიგნალის ხმა ირგვლივ გამაყრუებლად ისმის , ხოლო მისი განათების ორად გაყოფილი ნაწილები  სწრაფად და გაუჩერებლად ანაცვლებენ ერთმანეთს. სიგნალის ხმა და ცისფერი განათებების ციმციმი  სასწრაფო დახმარების მოსვლას გაუწყებს.

სამუშაო დღეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ექიმი, ნ.დ. დილის 9 საათზე იწყებს. ჯერ თანამშრომლებს ესალმება, მერე რაციით გამოძახებაზე მისი ჯგუფის წასვლას გადასცემს,  სამედიცინო აღჭურვილობს იღებს და პაციენტთან მძღოლთან და ექთან თინიკოსთან ერთად მიდის. 8 წლის წინ სამედიცინო უნივერსიტეტში დახეული ჯინსებითა და კედებით მისულ ნ-ს, ახლა  მის ტანზე მორგებული მწვანე ხალათი აცვია.

სასწრაფოს მანქანის უკანა კარი იღება და ექიმები მანქანაში სწრაფად, მაგრამ აუღელვებლად ადიან. მანქანის უკანა ნაწილში მედიკამენტების სუნი განსაკუთრებით იგრძნობა. მანქანაში ორი სკამი, საკაცე და სამედიცინო აღჭურვილობა დევს.

ნ.დ. ექთანს ასვლისთანავე პაციენტის შესახებ ესაუბრება და  თან მედიკამენტებს ამზადებს:’პაციენტს გული წაუვიდა. გვითხრეს, რომ 50 წლის ქალბატონია, რომელსაც გული აწუხებს და მსგავსი რამ ხშირად მოსდის’’

სასწრაფოს მანქანა დანიშნულების ადგილზე 20 წთ-ში მიდის. ექიმები პაციენტთან ადიან და 15 წუთის შემდეგ, გაღიმებული სახეებით ჩამოდიან. ‘’ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რა კარგია’’-ამბობს ნ.დ. და რამდენიმე წუთში ისევ სამუშაო ოთახში ბრუნდება.

თეთრად შეღებილ სამუშაო ოთახში რამდენიმე მაგიდა და სკამი დევს. ოთახს ექიმებით სავსეს იშვიათად ნახავთ. გამოძახებების სიმრავლის გამო ის უმეტესად ცარიელია. შესვლისთანავე ყურადღებას მაგიდაზე დადებული რაცია იქცევს , რომელიც ჩუმად იშვიათადაა და მისგან ხმა შიშინით წამდაუწუმ  ისმის‘’გამოძახება პეკინზე. 30 წლის ქალბატონი. ზუსტი მისამართი…..’’-ისმის რაციიდან.  ამჯერად გამოძახებაზე სხვა ექიმი, ექთანი და მძღოლი მიდის. ისინი ნაბიჯს უჩქარებენ, სასწრაფოს მანქანაში მალევე სხდებიან და მანქანის მანათობლის ხმა უფრო და უფრო შორიდან ისმის.

ნ.დ თბილისში დაიბადა. ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა ,  თუმცა ასაკის მატების შემდეგ ბალერინობა გადაიფიქრა.  მას მეგობრის  დაკარგვით გამოწვეულმა ტკივილმა  ექიმობა მტკიცედ გადააწყვეტინა.

‘’ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. 15 წლის ვიყავი , როცა ჩემი საუკეთესო მეგობარი ავტოსაგზაო შემთხვევით გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ შემთხვევის შემდეგ ვთქვი , რომ კარგად ვისწავლიდი, ექიმი გავხდებოდი და ადამიანების გადარჩენას შევეცდებოდი. ასეც მოხდა.’’-ამბობს ნ.დ.

ნ.დ სამედიცინო უნივერსიტეტში 12 წელი სწავლობდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, რამდენიმე წელი თავისი პროფესიისგან განსხვავებული იმიჯით -დახეული ჯინსებითა და კედებით,  უნივეტსიტეტში ხშირად დადიოდა.

‘’ნანა პირველივე დღეს თავისი ჩაცმულობით დამამახსოვრდა. ახლა ვიცი, რომ დახეული ჯინსებითა და კეტებით უნივერსიტეტში სიარული შესამჩნევი და გასაკვირი არ არის, თუმცა მსგავსი ჩაცმულობა 20 წლის წინ შესამჩნევი იყო. მერე უკვე ნანა სწავლით დაგვამახსოვრდა. თავს არ ზოგავდა და სწავლისთვის გართობაზე უარს ბევრჯერ ამბობდა.’’-ამბობს ნ.დ-ს უნივერსიტეტის მეგობარი

როგორც ნ.დ ამბობს, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა ბევრ დროს, სწავლას, შრომას და მონდომებას მოითხოვდა. უნივერსიტეტის წლებიდან ყველაზე კარგად წყნეთის ბავშვთა სახლში გატარებული დრო ახსენდება.

‘’სწავლის პერიოდში ხშირად იყო შემთხვევა,როცა სტუდენტებს ჯგუფებად გვყოფდნენ და წყნეთის ბავშვა სახლში მივყავდით. იქ ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის სამედიცინო კონსულტაციების ჩატარება გვევალებოდა. ჩემთვის ეს იყო პირველი გამოცდილება,რომელმაც ბევრი რამ მასწავლა’’

საღამოს 7 საათია და  ნ.დ-ს ბრიგადას ავარიის შესახებ ატყობინებენ. რაცია თავის დანიშნულებას ისევ ასრულებს და  ხმა მისგან შიშინით ისევ ისმის: ‘’ავტოსაგზაო შემთხვევა. დაშავებულია ერთი ადამიანი. სავარაუდო დიაგნოზი- ფეხის მოტეხილობა. მისამართი.. იჩქარეთ’’ . ნ.დ სამედიცინო აღჭურვილობას იღებს და მანქანისკენ სწრაფად მიდის. სასწრაფო მანქანის მანათობელი ირთვება და ის მიმდებარე ტერიტორიას მალევე ტოვებს.

გზაში საცობია და გზას ვერავინ უთმობს. მანქანების, სასწრაფოსა და პატრულის სიგნალების ხმა ერთმანეთში ირევა. უკვე 10 წუთი გავიდა , თუმცა მანქანები ადგილიდან ოდნავ თუ იქნებიან დაძრულები. ნ.დ ხან დგება და მძღოლს ეძახის იქნებ როგორმე გახვიდეო, ხან კი ფანჯრიდან საცობის მდგომარეობას ადევნებს თვალს. ‘’პიკის საათია. ამ დროს ქალაქში საშინელი საცობებია, მაგრამ რა ვქნა?! ავარიაა და დაშავებული ადამიანია. მალე უნდა მივიდეთ’’  . ნ.დ თავის ადგილს უბრუნდება, მარჯვენა და მარცხენა ხელს ერთმანეთში ათავსებს და თითებს გაუჩერებლად ამოძრავებს.

‘’აი,  ცოტაც და გავალთ. გუშინ ერთ-ერთი ქვეყნის საცობის ვიდეო ვნახე. დიდი საცობი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა   რომ გამოჩნდა,  თითოეული მანქანა გვერდით გაიწია და სასწრაფო დახმარების მანქანა გაატარეს. აქ კი რა ხდება.  უფ, როგორც იქნა, გავედით. დამშვიდდი, მალე მივალთ’’.

სასწრაფო ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე 5 წთ-ში მივიდა. ირგვლივ სამი პატრულის მანქანა, ავტსაგზაო შემთხვევით დაზიანებული მანქანები და  50-მდე ადამიანია.  მანქანას ძრავი ჯერ კიდევ არ აქვს გამორთული, რომ ნ.დ მანქანიდან ხტება და დაშავებულისკენ მირბის. პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა და მცირედი სისხლდენა აქვს. ‘’ გამაყუჩებელი სწრაფად გაამზადე’’ – ეუბნება ნ.დ ექთანს, თვითონ კი პაციენტისთვის სისხლდენის შეჩერებას ცდილობს.

მოტეხილ ფეხს ადგილზევე უფიქსირებენ და სისხლდენას უჩერებენ. საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ ნ.დ ამბობს , რომ პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო.

‘’საკაცე მოიტანეთ და დამეხმარეთ, თუმცა ძალიან ფრთხილად. ფეხი აქვს მოტეხილი. ქირურგიულ ცენტრში უნდა გადავიყვანოთ’’.

ნ.დ სასწრაფოში უნივერსიტეტიდან მოხვდა.  სტუდენტობის პერიოდში სასწრაფოში პრაქტიკანტად გაუშვეს, ცოტა ხნის შემდეგ კი – ხელფასი დაუნიშნეს. მისთვის ერთადერთ დაბრკოლებას – დრო წარმოადგენდა. სამსახურში დიდი ხანი იყო , თავისუფალ დროს მეცადინეობდა და მეგობრების ნახვას იშვიათად ახერხებდა. როგორც თვითონ ამბობს , ექიმობას მხოლოდ ექიმად ყოფნის სურვილი არ კმარა. ამისთვის ბევრი სწავლა, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა და საექიმო მოღვაწეობისადმი მოწოდებაა საჭირო.

„ერთმა პროფესორმა თქვა და სრულიად ვიზიარებ მის აზრს:  ჭეშმარიტი მოწოდება პრაქტიკული საექიმო მოღვაწეობისადმი აუცილებლად უნდა გქონდეს, რათა  სულიერი წონასწორობა ცხოვრების სხვადასხვა არახელსაყრელ პირობებში შეინარჩუნო.”-ამბობს ნ.დ

სამორიგეოში ახალი შეტყობინება შემოდის: ‘’…. ნასვამი კაცია უგონოდ. ასაკი….’’ . ადგილზე მისვლას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. ნასვამი კაცის თავი კიდევ უფრო ნასვამ კაცს უჭირავს, ირგვლივ თვალებს აცეცებს და დაუსრულებლად იმეორებს : ‘’არადა ბევრი არ დაგვილევია.მხოლოდ 6 ჭიქა არაყი დავლიეთ’’.  

ექიმები ნასვამ კაცს მანქანაში აწვენენ და წვეთოვანს უდგამენ.  ექთანი ნ.დ-ს  ეუბნება, რომ საავადმყოფოში გადაყვანაა უმჯობესი: ‘’სჯობს, რომ გადავიყვანოთ. უგონოდაა. გული რომ აერიოს, უგონოდ ყოფნის გამო შეიძლება დაიხრჩოს’’-ეუბნება ექთანი ნ.დ-ს

,,კარგად იქნება?’’ – ყვირის მეორე ნასვამი კაცი. ‘’კი კარგად იქნება’’-პასუხობს ნ.დ

სამედიცინო უნივერსიტეტის შესასვლელი სტუდენტებითაა სავსე.  ადრე თუ სამედიცინო უნივერსიტეტში აბიტურიენტები მშობლების თხოვნით აბარებდნენ, დღეს ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სკოლაა საქართველოში.  წლების წინ უნივერსიტეტის გაცრეცილი კედლები, ახლა ყავისფერ, თეთრ და ცისფერ ფერებშია შეღებილი. როგორც ნ.დ ამბობს, გარემო ადრინდელთან შედარებით უფრო მოწესრიგებულია.

სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თქმით, უნივერსიტეტში სწავლა რამდენიმე წლის წინაც საკმაოდ რთული იყო. სტუდენტებს სასურველი შედეგის მისაღწევად  ბევრი შრობა და მუშაობა სჭირდებოდათ.

ნ.დ-ს  2008 წლის აგვისტოს ომში მორიგეობა ხშირად უწევდა. ამ პერიოდიდან ერთი შემთხვევა განსაკუთრებულად ახსოვს: გორიდან მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი მიუყვანეს. ჯარისკაცს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და სისხლდენას დიდი ხანი ვერ უჩერებდნენ.

‘’სულ სისხლიანი ვიყავი. მედიკამენტებსა და საჭირო აღჭურვილობებს ერთმანეთში სწრაფად ვანაცვლებდი. ვჩქარობდი და თან ძალიან ფრთხილად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. გთხოვ გაუძელი, წამდაუწუმ ვიმეორებდი და ყელში რაღაც მახრჩობდა. მაშინ მივხვდი, რომ არც ისეთი ძლიერი ვარ , როგორიც უნდა ვიყო და ადამიანური ფაქტორები და შიში ხშირად მძლევს ხოლმე’’ -ამბობს ნ.დ

სისხლდენამ გულის გაჩერება გამოიწვია. დეფიბრილატორის (გულის შეკუმშვისა და ამუშავების აპარატი) გამოყენება აუცილებელი გახდა. მისი გამოყენების შემდეგ პაციენტი გონზე მოიყვანეს, სისხლდენა შეუჩერეს და უახლოეს სტაციონარში გადაიყვანეს.

‘’მაშინ დავრწმუნდი , რომ ხშირად ექიმები პაციენტისთვის ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შეიძლება ხელი პაციენტის ორგანიზმა არ შეგიწყოს. კიდევ კარგი მაშინ მისი გადარჩენა შევძელი. ეს შემთხვევა რომ მახსენდება , თითქოს უფრო ამაყი ვარ ხოლმე.’’-ამბობს ნ.დ

 

პროფესიამ ნ.დ-ს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა: ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება მიიღო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო და უფრო გამბედავი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, სიყვარულსა და თანაგრძნობას თითოეული პაციენტის მიმართ განიცდის.

‘’ხომ გაგიგიათ ერთი გამონათქვამი:  თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის სიყვარული და თანაგრძნობა არ არის, ექიმობაც უქმია. ეს მართლაც ასეა’’-ამბობს ნ.დ

ნ.დ სწავლის გაგრძელებას გერმანიაში აპირებს. როგორც თვითონ ამბობს,  მისთვის სასწრაფოში მუშაობა დიდი გამოცდილებაა, თუმცა უნდა რომ მეტს მიაღწიოს , ცოდნა გაიღრმავოს და უფრო წარმატებული ექიმი გახდეს.

‘’ნ.დ ძალიან მიზანდასახული, ძლიერი და პრინციპული ადამიანია. ყველა თანამშრომელთან ერთნაირი მეგობრული ურთიერთობა არ აქვს, თუმცა მას ყველა პატივს სცემს. ვფიქრობ, რომ მის მიზნებს აუცილებლად მიაღწევს და გერმანიაში მიღებულ ცოდნას კარგად გამოიყენებს’’-ამბობს ნ.დ-ს თანამშრომელი.

ღამის 3 საათია და რაცია თავის დანიშნულებას ამ დროსაც ასრულებს. მისგან ხმა დაუსრულებლად ისევ ისმის: ‘’გამოძახება.. მისამართი.. პაციენტის მდგომარეობა.. სახელი, გვარი…’’ . ნ.დ აღჭურვილობას იღებს, სასწრაფოს მანქანაში ჯდება და მიმდებარე ტერიტორიას მალევე ტოვებს. სასწრაფო მანქანის ნათურები კი მოხვედრის ადგილას, ღამის სიბნელეს ცისფრად ანაცვლებენ.

ზაფხულის პირველი დღე

Standard
ფოტო:manushakmimo.wordpress.com

ფოტო:manushakmimo.wordpress.com

”ამ დღეს უმეტესად იმართება ზეიმები და გასართობი ღონისძიებები ბავშვთა მონაწილეობით, რომელიც თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათ კეთილდღეობაზე ყოველდღიური ზრუნვაა.”

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. გამონაკლისი არც წელს ყოფილა და დღეს ამ დღესასწაულს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

ფოტო:www.kobuleti.org.ge

ფოტო:www.kobuleti.org.ge

1 ივნისი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წლებია აღნიშნავენ. თბილისში ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც საინფორმაციო სააგენტოს ‘‘esinfo.ge’’-ს აქვს ინფორმაცია, თბილისის ყველა რაიონში მთელი დღის განმავლობაში საბავშვო კონცერტები და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება. ეს ღონისძიებები თბილისის მასშტაბით ზოოპარკში, დედაენის ბაღში, ვაკის პარკში და კიკვიძის პარკში გაიმართება. როგორც ‘‘infobatumi.ge’‘ წერს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს ბათუმშიც აღნიშნავენ. საბავშვო შემოქმედებითი სტუდიების კონცერტი 13:00 საათიდან დაიწყო და დასკვნითი კონცერტით ის 19:30 სთ-ზე დასრულდება.

ბათუმი. ფოტო:batumi.ge

ბათუმი. ფოტო:batumi.ge

ღონისძიებები გაიმართება ასევე გორში, სამტრედიაში, ბორჯომსა და ხაშურში.

ვიდეო-ბათუმში ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

‘’ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული’’

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანი ბავშვთა უფლებების დაცვაა. გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებათა კონვენცია მიიღო. ის ძალაში 1990 წლის სექტემბერში შევიდა. კონვენცია 40 მუხლისგან შედგება და მასში სხვადასხვა უფლებაზე საუბარი. მაგალითად: ის რომ, ბავშვი ძალადობისგან დაცული უნდა იყოს, მას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისაგან და ა.შ.

ფოტო:www.ombudsman.ge

ფოტო:www.ombudsman.ge

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით გვერდ ‘‘ombudsman.ge’’-ზე წერენ:

‘’ყველა ბავშვის უფლებაა დაცული იყოს მათი ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ბავშვთა კონვენციით აღიარებული ყველა უფლების დაცვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას.’’

ვიდეო-ბავშვთა უფლებებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

‘‘მეტი აღარ შემიძლია’’

ბავშვთა უფლებათა კონვენციისა და მათი უფლებების მიმართ ყურადღების მიუხედავად, მათი უფლებები ხშირად ირღვევა. ასეთი შემთხვევები მედიაში ხშირადაა. მაგალითად საინფორმაციო სააგენტო ‘‘liberali.ge’’-მ ‘‘ ერთ მიმართვაზე დაწერა. ეს მიმართვა ‘‘პარტნირობა ადამიანის უფლებების’’ იყო,რომელიც 2015 წლის გია ჯაჯანიძის შოუს ეხებოდა. გადაცემაში ბავშვის სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდნენ და იმ ინფორმაციით, რაც მათ გააშუქეს, ბავშვის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო.

გია ჯაჯანიძის შოუ. ფოტო: www.liberali.ge

გია ჯაჯანიძის შოუ. ფოტო: http://www.liberali.ge

საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის ბავშის უფლებათა ცენტრი არსებობს.ცენტრის საქმიანობის მიზანი იმ განცხადებების განხილვაა, სადაც ბავშვთა უფლებები დაირღვა. საინფორმაციო ‘‘kvira.ge’’ ინტერვიუს ცენტრის ხელმძღვანელ მაია გედევანიშვილთან ავრცელებს.

ფოტო:www.infocaucasus.com

ფოტო:www.infocaucasus.com

‘’თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც მათი უფლებების დარღვევის გამო მოგვმართავენ ბავშვები. სულ არის დაახლოებით 7-8 მომართვა. ოჯახური ძალადობის ორი შემთხვევა იყო. ერთი იყო, როდესაც ბავშვზე ოჯახის წევრები ძალადობდნენ. ასევე არასრულწლოვანმა მოგვმართა იმის თაობაზე, რომ მშობლებს შორის იყო დაუსრულებელი დავა და ბავშვი წერდა, რომ მას მეტი აღარ შეეძლო. ეს მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა. ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა“, – აცხადებს გედევანიშვილი.’’

ფოტო: liberali.ge  ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილი

ფოტო: liberali.ge ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ისტორია

1 ივნისი დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო ‘‘news.ge’’  წერს, ამ დღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ობოლი ბავშვები შეკრიბა ჩინეთის გენერალურმა კონსულმა და ნავი-დრაკონების ფესტივალი. 1950 წლის შემდეგ 1 ივნისი აღინიშნება,როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღედ.

”ვიღაცას ლეგალური „კაიფი“ უნდა, სხვებს – ლეგალური ფული” (გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კოფი ანანი)

Standard