”იბრძოდა,როგორც მეომარი და მოკვდა,როგორც მეომარი”

Standard

Advertisements

”ჯერ ადამიანია საშველიო! და მეც მანდ ვარ!”

Standard

”თბილისის ზოოპარკის ბინადარს დამთვალიერებლებმა ცეცხლი წაუკიდეს”

 

ფოტო: netgazeti.ge

ფოტო: netgazeti.ge

ადამიანს თავისი ცხოვრების სტილით მისჯილიც კი აქვს ცხოველებისა და გარემოს მიმართ სასტიკი დამოკიდებულება, რაც მათ მოკვდინებასა და მოხმარებაში გამოიხატება. ამიტომ შეიძლება  ვთქვათ, რომ ზოგიერთი ადამიანი არის სასტიკი ვინაიდან ის კლავს და ჭამს ცხოველებს, აჩანაგებს ბუნებას და ამგვარად ირიბადაც იწვევს ამ სამყაროს მგრძნობიარე წარმომადგენლების მტანჯველ განადგურებას.

ძალადობისა და სისასტიკის ორი კატეგორია:

ასეთ რეალობაშიც კი იოლია გამოყო  ძალადობისა და სისასტიკის ორი კატეგორია: თავიდან აცილებადი, არააუცილებელი ძალადობა და აუცილებელი ძალადობა გამოწვეული გადარჩენის ბუნებრივი ინსტინქტით.

ფოტო: ymt.ge

ფოტო: ymt.ge

არააუცილებელი ძალადობის მიზეზები: 

ადამიანის მიერ ცხოველებზე ძალადობის მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც მოიცავს არააუცილებელი ძალადობის მომენტებს:

  • მეცხოველეობის ინდუსტრია (ცინიკური კონვეიერული სისტემა, რომელიც ცოცხალ არსებებს აიგივებს უსულო საგნებთან და მხოლოდ მოგებას ელის მათი არსებობისგან)
  • ნადირობა კვებისათვის
  • ნადირობა სიმდიდრისა და სილამაზის ინდუსტრიისათვის
  • მედიკამენტების გამოცდა ცხოველებზე
ფოტო: ketusi.wordpress.com

ფოტო: ketusi.wordpress.com

 

ცხოველებზე ძალადობის მაგალითები:

  • ზესტაფონელი ახალგაზრდა სოციალურ ქსელში თავმოჭრილი ძაღლის ფოტოს ავრცელებს…
  • ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები ცოცხალ ძაღლებს მჟავაში წვავენ,
  • ბავშვებს ლეკვები მოსაკლავად მიჰყავთ,
  • ბიჭებმა ძაღლს სახეზე საფანტი აუფეთქეს,
  • ბავშვები კნუტებს აფეთქებენ,
  • ბავშვებმა პეკინის 10 ნომერში ლეკვი გადმოაგდეს მეათე სართულიდან და ა.შ.

ვიდეო-გახშირებული ძალადობა ცხოველებზე:

ნანა ბუხსიანიძე თავის ბლოგზე წერს:

”ჩვენ ქართველები არათუ გამანიაკებულ, მოძალადე შვილებს ვზრდით, არამედ, რაც უფრო სავალალოა, ვამართლებთ კიდეც  მათ და გავიძახით: რა დროს ცხოველებზე კანონია, ან რა დროს მისი აღსრულებაა, რა დროს ცხოველია, ჯერ ადამიანია საშველიო! და მეც მანდა ვარ!”

კანონები და ცხოველთა უფლებები:

ცხოველთა უფლებები არ არის მოხსენიებული არცერთ იურიდიულ დოკუმენტში, თუმცა რიგი საკანონმდებლო აქტები კრძალავენ ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად “1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

სიცოცხლის უფლება: გაუმართლებელია ცხოველის მოკვლა ხორცის, ტყავის, ბეწვეულის, ძვლისა თუ სხვა ნივთიერების გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ პროდუქტს ჰუმანური ალტერნატივა გააჩნია.

ცხოველები ადამიანებზე ზრუნავენ:

ბევრმა ადამიანმა იცის,რომ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები მგრძნობიარენი და მეგობრულები არიან. ბევრი მაგალითი არსებობს იმის დასამტკიცებლად,რომ ცხოველები ადამიანებზე ზრუნავენ. მაგალითად: ”ძაღლმა გაყინული წყლიდან ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა”

ვიდეო იმის შესახებ,რომ ძაღლმა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე: 

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე – 4 ოქტომბერი
(ცხოველთა მსოფლიო დღე)
ეს დღე ოფიციალურად არის ცხოველთა მსოფლიო დღე და მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეთ.
გადაწყვეტილება ცხოველთა მსოფლიო დღის (World AnimalDay) აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში (იტალია).
თარიღი – 4 ოქტომბერი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასსიზსკის გარდაცვალების დღე.საქართველოში ეს დღე აღინიშნა პირველად 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ.

ფოტო: gspsa.org.ge

ფოტო: gspsa.org.ge

ვიდეო-გორში ცხოველთა დაცვის დღე აღნიშნეს

სიცოცხლის ფასად…

Standard
ფოტო: for.ge

ფოტო: for.ge

‘’ჩემს კორპუსთან ორი ნაძვი დგას,  ფანჯრიდან ნაძვებს შორის ვიყურებოდი. გზაზე უამრავი ხალხი ირეოდა, დავინახე, თეთრი, გრძელი უცხოური მანქანა გაჩერდა. იქიდან წვეროსანი, მაღალი, სამხედროფორმიანი კაცი კოჭლობით გადმოვიდა. იქ მოყვანილ სამ ტყვეს მიუახლოვდა და ვიდეოკამერიანს უთხრა, – ორჯერ გაგიშვი და მესამედ აღარ მოგითმენ, კიდევ საქურდავად მოხვედიო? – კამერიანმა პასუხად საბუთი ამოიღო – საერთაშორისო ჟურნალისტი ვარო, – ამბობდა.დავინახე, როგორ  ცდილობდნენ კამერის წართმევას. ამის შემდეგ, მან ჟურნალისტს იარაღი დაუმიზნა და იმ დღის მერე,  არ მავიწყდება ბიჭის  განწირული ხმა: ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოთ!..””- გელა ქაცარავა

ფოტო:chehh.blogspot.com

ფოტო:chehh.blogspot.com

ომის კორესპონდენტები:

ომის კორესპონდენტები ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე გადადიან, თითქოს სიკვდილი მათი ცხოვრების ნაწილი იყოს. შესაძლოა ეშინიათ კიდეც მაგრამ  საფრთხეს ჯარისკაცებივით პირისპირ ხვდებიან. რატომ მიდიან ისინი ომში? პასუხი ძალიან მარტივია- საზოგადოების ინფორმირების გამო. არავინ იბადება მამაცი გულით, არავინ იბადება ჟურნალისტური უნარ-ჩვევებით. ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში იძენ ან ვერ იძენ. აჩვენო და მოუყვე მსოფლიოს სიკვდილისა და სიცოცხლის ისტორიები, წახვიდე კონფლიქტის ზონაში ლეპტოპითა და ფოტოკამერით შეიარაღებული, ნამდვილად არის გმირობა და ასევე ჟურნალისტის უმაღლესი მოვალეობა.მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ჟურნალისტის სიმამაცეზე მეტად გადამწყვეტი მისი მოტივაციაა. სურვილი იმისა, რომ შენი თვალით ნახო რა ხდება ყველაზე ცხელ წერტილში და მერე დანარჩენ მსოფლიოს მოუყვე, იმდენად ძლიერია, რომ ყველანაირ შიშს ამარცხებს. ეს გრძნობა ნაცნობია ყველა ჟურნალისტისთვის, ვისაც თუნდაც მცირედით გაურისკავს კარგი რეპორტაჟისთვის.როცა ომის გასაშუქებლად მიდიხარ, აცნობიერებ საფრთხეს, მაგრამ არასოდეს ფიქრობ, რომ შენ შეიძლება მოკვდე.

ფოტო:bina33.wordpress.com

ფოტო:bina33.wordpress.com

რა უნდა გაითვალისწინოს ჟურნალისტმა ომის გაშუქების დროს:

ჟურნალისტმა ომის გაშუქების დროს აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აჩვენოს ის რაც ხდება.ალბათ იტყვით,რომ ობიექტურობის შენარჩუნება ამ დროს ძალიან რთულია. იმასაც იტყვით რომ ჟურნალისტიც ხომ ადამიანია და მასაც ხომ აქვს ემოციებიო, არცერთი კადრი არ ღირს სიცოცხლის ფასადო და ა.შ. და თქვენ, მართალიც იქნებით. მაგრამ იცით რაა? ეს ბეწვის ხიდია, რომელიც არ უნდა ჩატყდეს. მაგალითად გავიხსენოთ აი ეს შემთხვევა, როცა ჟურნალისტმა სურათი გადაიღო. ჩნდება კითხვა სწორად მოიქცა თუ არა,როცა არ დაეხმარა და სურათი გადაუღო? მე გეტყვით,რომ კი და იცით რატომ? ჩვენ არ ვართ ექიმები ან სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩვენი მოვალეობა ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანაა და ეს სურათი, ინფორმაციას შეიცავდა. რა თქმა უნდა ამან მის მორალსა და შინაგან მდგომარეობას ზიანი მიაყენა მაგრამ მაშინ არ უნდა წახვიდე იქ, სადაც არ შეგიძლია.

ფოტო: justmosazreba.wordpress.com

ფოტო: justmosazreba.wordpress.com

როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი:

როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი? როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში უმრავლესობა მოიქცა.ჟურნალისტებმა ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში ისე გაავრცელეს, თითქოს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა. რეპორტაჟები, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა პერფორმანსებად აქციეს, მიზნად მოსახლეობაში ჰეროიკული თუ პატრიოტული მოტივების გაღვიძებას ისახავდა. ეს არ იყო ჟურნალისტების საქმე, მათ მთავარი გამორჩათ, ვერ მოახერხეს მოქალაქეების იმ დოზით ინფორმირება,  რომ რეალობა სწორად აღექვათ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ 300-ზე მეტი მშვიადობიანი მოქალაქე აგვისტოს მოვლენებს ერთადერთი რამის გამო შეეწირა, – მათ საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ეს ხალხი სახლებში დარჩა,  და ტელევიზორებს უყურებდნენ. მაგალითად  აი ეს შემთხვევა,როცა თამარაშენში ხალხი სუფრებს შლიდა და აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ საჭირო იყო ტერიტორიას გასცლოდნენ. მათ საფრთხის შესახებ არაფერი იცოდნენ.  ასეთ დროს იცით რას ვგავართ? მატყუარა პინოქიოებს და რატომ? იმიტომ,რომ ვიტყუებით.

საფრთხე,რომელიც მათ ემუქრებათ:

ომში ჟურნალისტებს საფრთხე რა თქმა უნდა ემუქრებათ. საფრთხე სულაც არ არის მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი ტყვია ან დაბომბვა, ჟურნალისტები, როგორც არასასურველი ინფორმაციის გამავრცელებლები, დიქტატორული რეჟიმების სამიზნეები ხდებიან. როგორც მარი კოლვინის შემთხვევაში მოხდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა მიზანმიმართულად დაბომბეს ის შენობა, სადაც ჟურნალისტები იყვნენ.

ვიდეო-ჟურნალისტები აგვისტოს ომში

ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ,რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტების ჩაცმა და სახიფათო ადგილებში არშესვლა, მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი პირობაა.

 

ფოტო: gipa-military.blogspot.com

ფოტო: gipa-military.blogspot.com

ჟურნალისტები,რომლებიც საკუთარ პროფესიას შეეწირნენ:

ძალიან ბევრია ისეთი ჟურნალისტი,რომელიც საკუთარ პროფესიას შეეწირა და ომში დაიღუპა. ბევრია ასევე ისეთი ჟურნალისტი,რომელიც მეომრად იბრძოდა ინფორმაციისთვის და მინდა ერთ ჟურნალისტ,როგორც მეომარზე მოგიყვეთ. ეს ანა პოლიტკოვსკაიაა: 1999 წელს მან წარმოუდგენელი რამ შეძლო. თითქმის დაცლილ გროზნოში, როცა უკვე გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა ჩეჩნებსა და ფედერალურ ძალებს შორის, ორივე მხარესთან მოახერხა მოლაპარაკება და ცეცხლი რამდენიმე საათით შეწყვიტეს, რათა გროზნოს მოხუცებულთა სახლის ევაკუაცია მოეხდინათ. სწორედ პოლიტკოვსკაიამ გამოიყვანა ალმოდებული გროზნოდან და უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა 89 უმწეო მოხუცებული. ამისთვის მას ტყუილის თქმა დასჭირდა _ რუსი ჩინოვნიკები მოატყუა, გროზნოს მოხუცებულთა სახლში მხოლოდ ეთნიკურად რუსი მოხუცებიღა არიან დარჩენილიო. ანა პოლიტკოვსკაია რამდენჯერმე დააკავეს ჩეჩნეთში და ანტიტერორისტული ოპერაციის დროს აკრედიტაციის უქონლობის გამო გამოაძევეს იქიდან. ის კვლავ და კვლავ ბრუნდებოდა ჩეჩნეთში, ისევ და ისევ წერდა ომზე და ცდილობდა აეხსნა, რატომ და როგორ გადაიქცნენ ტერორისტებად ერთ დროს ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები. თავისი წიგნის (“ჩეჩნეთის მეორე ომი”) შესავალში პოლიტკოვსკაია წერდა:”ვინ ვარ და რატომ ვწერ ჩეჩნეთის ომზე? ჟურნალისტი ვარ და მჯერა ეს აუცილებელია.თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ომის თანამედროვეები ვართ და, სულ ერთია, მაინც უნდა ვაგოთ პასუხი. და მაშინ ვეღარ მოვიშველიებთ კლასიკურ საბჭოურ ფრაზებს: არ ვყოფილვარ, არ მინახავს, არ ვმონაწილეობდი…იცოდეთ. მხოლოდ ასე გათავისუფლდებით ცინიზმისაგან. რასიზმისაგან, რომელშიც უფრო და უფრო ეფლობა ჩვენი საზოგადოება.

ვიდეო-ანა პოლიტკოვსკაიას შესახებ:

პოლიტკოვსკაიაზე მოგვიანებით იტყვიან-ცხოვრობდა როგორც მეომარი და მოკვდა როგორც მეომარიო. ის მარტოხელა გმირი იყო ვინც საკუთარი ცხოვრებითა და სიკვდილით დაამტკიცა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ბევრი გადაარჩინოს შიმშილს და სიკვდილს, რომ უსამართლობისა და ჯოჯოხეთის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – თუნდაც მარტო იბრძოდე, თუნდაც მოგკლან.

 

ფოტო: ანა პოლიტკოვსკაია. წყარო: mkitxveli.wordpress.com

ფოტო: ანა პოლიტკოვსკაია. წყარო: mkitxveli.wordpress.com

 

ჩემთვის ომში  ჟურნალიტსად მუშაობა ნიშნავს შეგეძლოს ემოციების მაქსიმალური შეკავება. ალბათ  შიშსა და საფრთხესაც არ უნდა აღიქამდე ადეკვატურად. რთულია, ადამიანები ითხოვდნენ შენგან დახმარებას და არ (ვერ) ეხმარებოდე. შეძლო  იფიქრო მხოლოდ საქმეზე ნიშნავს იყო პროფესიონალი და შეგეძლოს  შენი საქმის ერთგულება.

 

აქ არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება. აქ ერთი შეცდომაც სიცოცხლის ფასია. სიცოცხლე – წამი. წამი კი არაფერი და დედამიწაც წყვეტს ბრუნვა-ტრიალს..

…..”ერთ მშვენიერ დღეს მართალიც აღმოჩნდები” (სტივ ჯობსი)

Standard

       

ფოტო: intermedia.ge

ფოტო: intermedia.ge

         

  ‘’თუ იცხოვრებ ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია და სიკვდილი გინდა, ერთ მშვენიერ დღეს მართალიც აღმოჩნდები’’. ძალიან რთულია, ადამიანმა ჩემს სიტყვებს ჩაწვდეს,თუ არ იცის საერთოდ რაზე მაქვს საუბარი. ეს სიტყვები ერთი ფილმის ‘’network’’-ის ნახვის შემდეგ დამებადა. ფილმში ძალიან ბევრი დეტალია ისეთი, რომელზეც საუბარი შეიძლება,თუმცა ვფიქრობ,რომ ფილმის მთავარი შინაარსი და აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მას განვიხილავ.  პირველ რიგში მის შინაარს მოგიყვებით და ბოლოს უკვე ჩემს აზრს გამოვთქვამ.

ფოტო: kinotop.ge

ფოტო: kinotop.ge

ფილმი ”network”: 

არსებობდა ტელეკომპანია ‘’UBS’’ და მას საინფორმაციო შოუ ჰქონდა. მისი წამყვანი ჰოვარდ ბილი იყო. თავიდან მისი შოუ არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა,თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ბილმა ღია ეთერში თვითმკვლელობის განძრახვის შესახებ გამოაცხადა. თავიდან ტელეკომპანიის მმართველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ბილს სამსახურის დატოვებას სთხოვდნენ და ა.შ, თუმცა ყველაზე გასაოცარი რამ მოხდა. სწორედ ამ გადაცემამ მოუტანა მის ურეიტინგო გადაცემას პოპულარობა. ტელეკომპანიის მმართველებმა გადაწყვიტეს,რომ ჰოვარდ ბილის მდგომარეობა რეიტინგის ზრდისთვის გამოეყენებინათ.  საინფორმაციო სამსახურის უფროსს მხოლოდ  მაქს შუმახერი უწევდა წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ შუმახერი გაათავისუფლეს და და გადაცემა სამართავად დიანა კრისტენსენს გადასცეს. ჰოვარდ ბილის შოუს ფორმატიც შეუცვალეს და მისი შოუ ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო შოუდ იქცა.

ვიდეო-ფილმის ტრეილერი:

რეიტინგისთვის ბრძოლა: 

შოუს მაღალი რეიტინგი დიდხანს არ გაგრძელდა და სიძნელეებიც აქედან დაიწყო… და ალბათ გაინტერესებთ, ბოლოს რა მოხდა?! როცა ტელეკომპანიის ‘’UBS’’-ს მმართველებმა რეიტინგის დაცემის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს , რომ ღია ეთერში , დიდი აუდიტორიის თვალწინ, ჰოვარდ ბილი მოეკლათ.

ფოტო: itv.ge

ფოტო: itv.ge

ადამიანი ხშირად ადამიანისთის მგელია: 

ჩემთვის ადამიანის ჯანმრთელობის გამოყენება მიუღებელია და ვეცდები აგიხსნათ რატომ. როცა ტელეკომპანიის უფროსი ხარ რა თქმა უნდა გინდა,რომ ყველაზე კარგი ჟურნალისტები შენ გყავდეს, შემდეგ გინდა,რომ მათ ყველაზე კარგი გადაცემები გააკეთონ და ბოლოს რა თქმა უნდა ყველაზე მეტად რეიტინგი გინდა,თუმცა არსებობს კითხვა-რის ფასად? ამ შემთხვევაში-ადამიანის (ჰოვარდ ბილის) ჯანმრთელობის მდგომარეობის ფასად მოხდა რეიტინგის აწევა. რა თქმა უნდა რეიტინგი საჭიროა და  ყველამ ძალიან კარგად ვიცით,რომ მსგავსი განცხადებები, ჩხუბი, ყველაზე ადვილად ყიდვადია,თუმცა არსებობს ზღვარი და არსებობს ადამიანი. ჩემთვის ადამიანის ჯანმრთელობის მდომარეობის ბოროტად გამოყენება ყოვლად მიუღებელია. რაც შეეხება მაქს შუმახერს,რომელიც განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს. არ ვიცი მისი განსხვავებული აზრი რითი იყო განპირობებული-რისკი არ უნდოდა, ადამიანის ჯანმრთელობის გამოყენება არ უნდოდა რეიტინგის გამო თუ ორივე ერთად. ერთი რამ კი ფაქტია- ის მართალი აღმოჩნდა. როცა ფილმი დასასრულს უახლოვდებოდა და ტელეკომპანია ‘’UBS’’-ს მმართველების გადაწყვეტილება მოვისმინე, უცებ ერთი რამ გავიფიქრე ‘’ადამიანი ხშირად ადამიანისთვის მგელია-მეთქი’’. ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ ადამიანი ძალიან მარტივად გასწირეს. მხოლოდ მისი გამოყენება არ ეყოთ და ბოლოს მოკლეს კიდეც. იმედია,ეჭვიც არავის ეპარება, რომ ესეც რეიტინგის გამო გააკეთეს. ასეთ დროს მართლა მგლებს ვგავართ და არა ადამიანებს.

ფოტო: freetv.com

ფოტო: freetv.com

მე რომ ტელეკომპანიის მმართველი ვყოფილიყავი და ჰოვარდ ბილი ჩემთვის მიუღებელი და არაპროფესიონალი ჟურნალისტი ყოფილიყო, მას სამსახურს დავატოვებინებდი და როგორც ადამიანი, ადამიანს გამოჯანმრთელებაში დავეხმარებოდი. მე ჩემი ადამიანობითა და სამართლიანობით შევძლებდი, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი ვყოფილიყავი. არავითარ შემთხვევაში არ მოვკლავდი და გავწრავდი ადამიანს, რეიტინგისთვის. იმისთვის, რომ ყველამ გვიყუროს და პოპულარულები ვიყოთ, ადამიანთა მსხვერპლია საჭირო?! ვფიქრობ, არა და ვინც განსხვავებულად ფიქრობს, ვეტყვი,რომ ცხოვრებისა და კარიერის გზა ლამაზი, თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, თქვენ კი ამას კარგავთ. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები და მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკატებით გადაიღობა. თუ რამეზე მიგიღწევიათ, ამან დაუნდობელი გაგხადათ და ცდილობთ უფრო მეტს ადამიანთა გაწირვით მიაღწიოთ. ყველაზე მეტად სიკეთე და ადამიანობა გვჭირდება და თუ ამასაც დავკარგავთ, სიცოცხლე თავის არსს დაკარგავს და მაშინ რაღა იქნება?!